თამარ მეფის ქუჩაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო


ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საძირკველის მოწყობა.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ოთხასზე მეტ სერვისს.

დღეის მდგომარეობით, ხაშურში იუსტიციის სახლის სერვისების მიღება მოქალაქეებს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სივრცეში უწევდათ.

იუსტიციის სახლის მშენებლობის პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ.


)