ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო


ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

22 თებერვალს შეხვედრები გაიმართა სოფლებში: გომში, ხიდისყურში, ვაყაში, ქვემო აძვისში, ალში, ბრილში, დუმაცხოვში, ახალუბანში, ქინძათში, ცხეთიჯვარში, ქემფერში, ცოცხნარაში, წაბლოვანაში, ცედანში, ოძისში ცივწყაროში.

მოსახლეობას ხვდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსულებელი ზვიად ქურდაძე, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი დავით ღვალაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, მუნიციპალიტეტისა და ადგილებზე მერის წარმომადგენლები.

May be an image of 3 people, people standing, tree and outdoors

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივების აზრი მოისმინეს და მსჯელობის შემდეგ, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: გომის მოსახლეობამ, სოფლის პროგრამით, ტრენაჟორების მოწყობა დაასახელა მნიშვნელოვნად, ხიდისყურში- სოფლის თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა, ვაყაში- საბავშვო ბაღის შემოღობვა და სკვერის მშენებლობა, ქვემო აძვისში სანიაღვრეების მოწყობა, ალში და ბრილში -სანიაღვრე არხების მოწყობა, ქინძათში და ცხეთიჯვარში- სასმელი წყლის ჭების მოწყობა, ახალუბანში- მინი სტადიონის, დუმაცხოვში-ატრაქციონების მოწყობა. ქემფერში- წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, ცოცხნარაში- საუბნო გზების მოხრეშვა, წაბლოვანაში -მინი სტადიონის მშენებლობის დაწყება, ცედანში- გზისპირა მოსაცდელის მოწყობა და საუბნო გზების მოხრეშვა, ოძისში- სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, ცივწყაროში -შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა.

პროცედურის მიხედვით, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები, დასამტკიცებლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები, მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

May be an image of 2 people, people standing, tree and outdoors


)