მუნიციპალიტეტის ბაღებიდან საკვები პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს


ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს. პროცესებში უშუალოდ მონაწილეობს ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი თათია ბროლიძე. მისივე ინფორმაციით, ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს, ჯგუფის აღმზრდელები ინდივიდუალურად უკავშირდებიან და პროდუქტის გაცემის პროცედურას აცნობენ. უშუალოდ პროდუქტის გაცემა კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტს ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელი მიიღებს.

May be an image of one or more people, people standing and outdoors


)