ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომსა და ბეკამში მინი სტადიონების მოწყობა დასრულდა


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომსა და ბეკამში მინი სტადიონების მოწყობა დასრულდა.

„ხაშურის მუნიციპალიტეტში მინი-სტადიონების მშენებლობა -რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დასრულდა კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მინი სტადიონები მოეწყო სოფელ წრომსა და ბეკამში. სპორტული ცხოვრებისთვის კიდევ მეტი სივრცე შეიქმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციისთვის“ -აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ განხორციელებული პროექტების დათვალიერებისას.

მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ეკონომიკის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.

მათი განმარტებით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სოფელ წრომში მინი სტადიონის მოწყობამ 55 122 ლარი შეადგინა, ხოლო ბეკამში-53990 ლარი.

მომავალი თაობის წარმომადგენლები უკვე აქტიურად სარგებლობენ მოწყობილი მინი სტადიონებით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საწინდარია.


)