დაბა სურამში, სარაჯიშვილისა და ამაღლების ქუჩების რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება


დაბა სურამში, სარაჯიშვილისა და ამაღლების ქუჩების რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება.

სარაჯიშვილის ქუჩის მოსაფალტების სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ღირებულება 187 563 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰედეფ ჯორჯია“ ახორციელებს.

May be an image of outdoors

„ჰედეფ ჯორჯია“ მუშაობს ამაღლების ქუჩის რეაბილიტაციაზეც, სადაც ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.

მოასფალტების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 155 377 ლარია.

ამაღლებისა და სარაჯიშვილის ქუჩები სურამის მჭიდროდ დასახლებული უბნებს წარმოადგენს. შესაბამისად, მოასფალტებული გზით 500-ზე მეტი ადგილობრივისა და დამსვენებლის გადაადგილების პირობები გაუმჯობესდება.


)