სავანისუბანსა და მონასტერში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელბში, სავანისუბანსა და მონასტერში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალ-ბეტონის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. ასევე, ხევებზე მოეწყობა გადამსვლელი მილები.

სამუშაოების ღირებულება ჯამში 1 233 700 ლარს შეადგენს. განახლებული ინფრასტრუქტურით 700-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სავანისუბანსა და მონასტერში მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა.


)