ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში, გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში, გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.

პროექტი, რომელიც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, 707 ათას ლარს ითვლის.

სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების დახაზვა.

სოფელ დუმაცხოვში რეაბილიტირებული გზით, 200-ზე მეტი ადგილობრივი და სტუმარი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იბოლია“ ასრულებს.


)