შიდა ქართლის მოსახლეობას ტაშისკარის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა მოემსახურება


შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2021 წლის სარწყავ სეზონს მომზადებული ხვდება.

შიდა ქართლის მოსახლეობას ტაშისკარის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა მოემსახურება.

აღდგენილ სისტემაში წყალი გაეშვა.

საქართველოს მელიორაციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რებილიტაცია განახორციელა.

ჩატარებული სამუშაოები ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი

წყლის მიწოდებას.

საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.


)