ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 100 % გრანტის მქონე ხაშურელ სტუდენტებს დააჯილდოვებს



ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, გეგმავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ სტუდენტების დაჯილდოებას, რომლებმაც 2021 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღეს 100%-იანი გრანტი (არ იგულისხმება უფასო ფაკულტეტები და ჩაბარების შემდგომ მოპოვებული შიდა გრანტი).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობის ასლი;

სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ;

საბანკო რეკვიზიტები (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები).

დოკუმენტების მიიღება: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში 10 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).


)