თენგიზ ჩიტიაშვილი : ხაშურში დავიბადე და გავიზარდე, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და სწორედ ჩემი კუთხისა და ხალხის სიყვარულმა გამაბედვინა მიმეღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება



„ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა წარდგენაზე ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ მალე დაიწყება საუკუნის პროექტი, რის შემდეგაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი თენგიზ ჩიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.

„ხაშურში დავიბადე და გავიზარდე, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და სწორედ ჩემი კუთხისა და ხალხის სიყვარულმა გამაბედვინა მიმეღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ბევრი პრობლემაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. როგორც უკვე ითქვა, მოკლე დროში დაიწყება საუკუნის პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მადლობა „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატად ჩემი დასახელებისთვის. ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებ“, - განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა.


)