ხაშურში, ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება



ხაშურში, ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და სტადიონის შიდა განათება. ფილებით მოპირკეთდა სტადიონის გარშემო, საფეხმავლო ბილიკები ,დამონტაჟდა ელექტროტაბლო, გარე პერიმეტრზე-განათებები, განხორციელდა ტრიბუნაზე შიდა კომუნიკაციებისა და ვენტილაციის სისტემების გამართვა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის გიორგი პაპიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები, სულ მალე, დამონტაჟდება სკამებიც, რომელიც თეთრ და ცისფერ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

„ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


)