პარიზის გრანდ სლემზე ორი ქართველი იასპარეზებს
პარიზის გრანდ სლემის დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 2 ქართველი იასპარეზებს: ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი. ეთერ ლიპარტელიანს 1/2 ფინალამდე გასვლა საკმაოდ მარტივად შეუძლია.
პარიზის გრანდ სლემზე, საქართველოს სახელით, სულ 5 ქართველი ფალავანი იბრძოლებს:
შემადგენლობა
-73 კგ: ვაჟა მარგველაშვილი;
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი;
-90 კგ: ლუკა მაისურაძე;
-100 კგ: ონისე სანებლიძე;
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი.