ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში, ახალი საჯარო სკოლა შენდება



ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში, ახალი საჯარო სკოლა შენდება.

სოფელში სკოლის შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო, ამიტომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ჩართულობით, ახალი შენობის მშენებლობა გადაწყდა, რისთვისაც 2 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო.

ქინძათის საჯარო სკოლაში ამ ეტაპისთვის 100– მდე მოსწავლე სწავლობს და 22 მასწავლებელია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას.

ქინძათის სკოლის მშენებლობის სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი ხაშურის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზვიად ქურდაძესთან ერთად გაეცნო. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე ხორციელდება სკოლის საძირკველის მოწყობა, ჯამში–6 250 კვადრატულ მეტრზე, პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე ტიპის შენობა და მოეწყობა სკოლის გარე პერიმეტრი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში, საჯარო სკოლის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.


)