„გაუმარჯოს მონატრებას“ - ხაშურის მოსახლეობას საკონცერტო პროგრამა წარუდგინეს



საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ენრიკო ჯანელიძემ, ბესო კალანდაძემ, ეკა კვალიაშვილმა, თამუნა ამონაშვილმა, დათო გველესიანმა და ერეკლე საღლიანმა, დღეს ხაშურლებისთვის წარმოადგინეს დიდი საკონცერტო პროგრამა „გაუმარჯოს მონატრებას“.

ღონისძიება, რომლის მხარდამჭერიც იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, ჩატარდა ქალაქ ხაშურში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ არსებულ სკვერში.


)