სურამში რეპერი "მასტერის" კონცერტი გაიმართება
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 28 ოქტომბერს 18:00 საათზე, სურამის კულტურის ცენტრში გაიმართება ცნობილი რეპერის ,,MASTERI-ს" კონცერტი.
კონცერტზე დასწრება უფასოა.