მარკ ცუკერბერგმა კომპანია Facebook-ის ახალი სახელი გამოაცხადა



კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი გამოაცხადა.

„ამიერიდან ჩვენი სახელი იქნება Meta“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ონლაინ-პრეზენტაციის დროს.

კომპანია აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების ერთი ახალი ბრენდის ქვეშ მოქცევას აპირებს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი რჩება.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო.


)