ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს



ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სოფელ ვაყის ხიდიდან სოფელ ტკოცამდე გზის მოასფალტებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი-ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის-გიორგი პაპიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის გზა არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარკვეულ ბარიერებს ქმნიდა, ამჯერად კი მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გაუუმჯობესებს.

სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და ღირებულება 441 000 ლარს შედგენს.

სოფელ ვაყის ხიდიდან სოფელ ტკოცამდე მოასფალტებული გზა, 1000- ზე მეტ ადგილობრივსა და სტუმარს მოემსახურება.


)