ხაშურში „ივერიელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა



ხაშურის სპორტულ კომპლექსში, წარმატებული სტუდენტების, სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და „ივერიელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წარმატებულებს ჯილდოები გადასცეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ.

მუნიციპალიტეტისგან ჯილდო მიიღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 100% -იანი გრანტის მქონე სტუდენტებმა: ლიზი ხმალაძემ, ელენე პაპუაშვილმა, ხატია ოგანესიანმა, ღლიკერია-ილიანა კიკნაძემ, ია მუმლაძემ, რომან გელაშვილმა, ანი ხეთაგურმა, თამარ ბარბაქაძემ, თეკლა ხარაზიშვილმა, ნატო ტაბატაძემ და ნინო მეხრიშვილმა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, მათ, მიღწეული წარმატება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ისინი მაგალითის მიმცემები არიან მომავალი თაობებისთვის და თითოეული მათგანის წარმატება ყველა ხაშურელისთვის საამაყოა.

დაჯილდოვდნენ, 2020 2021 წლებში, სპორტის სფეროში გამორჩეული მოღვაწეობისთვის, საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტურნირებში, ხაშურის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები და მათი მწვრთნელები:

1.სამბო-დვალაშვილი ზაური, რომელმაც 2020-2021 წლის 24-28 მაისს კვიპროსში, ქ.ლიმასოლში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებში დაიკავა ll საპრიზო ადგილი.(მწვრთნელი-ბეგლარ ხარშილაძე)

2. რაგბი-გოგიჩაშვილი გურამი, რომელმაც 2021 წლის 26 ივნისს საქართველოში, ქ. თელავში, ევროპის ჩემპიონატზე დიდებში დაიკავა l ადგილი.(მწვრთნელი-დავით სტეფანოვი)

3.რაგბი-ხარაიშვილი გია, რომელმაც 2021 წლის 26 ივნისს, საქართველოში, ქ.თელავში, ევროპის ჩემპიონატზე დიდებში დაიკავა l ადგილი.(მწვრთნელი არსენ გიორგაძე)

4. ძალოსნობა-ოდიკაძე გიგა, რომელმაც 2021 წელს, პოლონეთში, ქ.ჩეხანოვოში, ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკებში დაიკავა l ადგილი.(მწვრთნელი ავთანდილ ხარაზიშვილი)

5.ძიუდო-მაისურაძე ლუკა, რომელმაც 2021 წლის 24-26 სექტემბერს, ხორვატიაში, ქ.ზაგრებში

„ზაგრების გრანპრიზე“ დაიკავა ll ადგილი. (მწვრთნელი-ბეგლარ ხარშილაძე)

6. ქვიშის ჭიდაობა-ქელეხსაშვილი ლევანი, რომელმაც 2021 წლის 25-26 სექტემბერს, რუმინეთში, ქ. კონსტანტაში მსოფლიო ჩემპიონატზე დაიკავა l ადგილი.

სპორტის სფეროში გამორჩეული მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის დამსახურებული მწვრთნელები: ბეგლარ ხარშილაძე, ბუხუტი ბუხრიკიძე, ვახტანგ კვინიკაძე, გიორგი კვინიკაძე, მალხაზ ნოზაძე.

ცერემონიაზე, სპორტული ეკიპირებით დაჯილდოვდნენ:

2006 წლიანი „ივერიის“ ფეხბურთელები, რომლებმაც 2020 წლის იმერეთის ღია ჩემპიონატის გათამაშებაში დაიკავეს lll ადგილი (მწვრთნელი-მევლუდ ლომიძე)

2005 წლიანი „ივერიის“ ფეხბურთელები, რომლებმაც 2020 წლის იმერეთის ღია ჩემპიონატის გათამაშებაში დაიკავეს lll ადგილი (მწვრთნელი-ლევან ლომიძე)

2004 წლიანი „ივერიის“ ფეხბურთელები, რომლებმაც 2020 წლის იმერეთის ღია ჩემპიონატის გათამაშებაში დაიკავეს l ადგილი (მწვრთნელი-გიორგი ჩადუნელი)

ხაშურის სპორტულ კომპლექსში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდა გიორგი გოგალაძე.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსხური, ა(ა)იპ სასპორტო სკოლა, ა(ა)იპ კულტურის ცენტრების გაერთიანება.

გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები, თასები, მედლები და სიგელები.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ცოდნის და პროფესიული სპორტის წახალისებას.


)