ხაშურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება



ხაშურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

სულ ახლახანს დასრულდა მაყურებელთა დარბაზის შესაბამისი განათებებით მოწყობა.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო სცენა, საოპერატორო სივრცე, მოპირკეთდა და შეიღება ჭერი, კედლები, დაიგო დარბაზის იატაკი, მოეწყო სცენაზე, გახმოვანებისა და განათების სისტემები. უახლოეს პერიოდში, იგეგმება სკამების მონტაჟი.

საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 900 000 ლარზე მეტს შეადგენს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების მეტად განვითარებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.


)