სოფელ ნაბახტევში უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება



ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია, ორი ფენა ასფალტის დაგება, გზის დამცავი კედლებისა და გაბიონების, სანიაღვრე არხებისა და მილ-ხიდების მშენებლობა.

სოფელში ამ დრომდე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, რაც, გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

სამუშაოები, რომელთა ღირებულება 1840009 ლ არს შეადგენს, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი მთლიან სოფელს მოიცავს. მოწყობილი გზით 900-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს .


)