ქალაქ ხაშურში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ



ქალაქ ხაშურში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულები გახდნენ: 44 კგ წონით კატეგორიაში, I ადგილის მფლობელი ნიკა კაპანაძე, 110 კგ წონით კატეგორიაში, II ადგილის მფლობელი საბა ჩილაშვილი, 80 კგ წონით კატეგორიაში, lll ადგილის მფლობელი ზაზა გელაშვილი, 48 კგ წონით კატეგორიაში, III ადგილის მფლობელი- მიხეილ ქართველიშვილი.

ტურნირში მოწვეულები იყვნენ თითქმის, მთელი საქართველოდან, სპორტის ამ სახეობით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდები.

ღონისძიება გაიმართა ხაშურის სპორტულ კომპლექსში, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.

ადგილზე, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური და ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლა.


)