ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის, რაგბის გუნდ "ლეგიონის" აღზრდილის გია ხარაიშვილის მორიგი წარმატება



ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის, რაგბის გუნდ "ლეგიონის" აღზრდილის გია ხარაიშვილის მორიგი წარმატება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა ბურჯი, კლუბ "რასინგ 92"-ის გუნდის წევრი, გია ხარაიშვილი მსოფლიოს ლეგენდარული გუნდის "ბარბაროსების" მაისურით 27 ნოემბერს, ლონდონში, "თვიქნემ სთედიუმზე" სამოას წინააღმდეგ იასპარეზებს.

წარმატებებს გისურვებთ გია!

შეგახსენებთ, რომ ბარბაროსები, ცნობილი - ლეგენდარული კლუბია, რომლის რიგებშიც მსოფლიოს მრავალი საუკეთესო მორაგბეც გვინახავს. დასაბამიდან (1890 წ.) დღემდე სამწრთვნელო შტაბს სხვადასხვა დროს შეურჩევია მორაგბეები 31 ქვეყნიდან. ბარბაროსებში თამაშის დიდი პატივი არის მოწვევითი მხარე – მოთამაშეები წარმოადგენენ საკუთარ კლუბს ან ეროვნულ ნაკრებს და იცვამენ შესაბამისი კლუბის ან ნაკრების წინდას. კვართზე შავი და თეთრი ზოლები კი სიმბოლურად ნიშნავს გაცილებით მეტს – ბარბაროსად ყოფნა წარმოაჩენს მორაგბის დიდ ამბიციას, სიამაყეს გაწეული ღვაწლისთვის სარაგბო კარიერაში. ტრადიციულად, გუნდს ყოველთვის ჰყავს ერთი უკეპო მოთამაშე მაინც, ვიღაც ახალბედა, რომელიც ჯერ კიდევ ახლა იწყებს თავისი ქვეყნისთვის სახელის მოხვეჭას. იმის გამო, რომ ეს კლუბი ტურებზე არის ორიენტირებული, არ აქვს საკუთარი ბაზა, მაგრამ მისი წევრები ყოველთვის უზრუნველყოფილნი არიან მასპინძელი კლუბების დახმარებით. ლეგენდის თანახმად მათ ყოველთვის შთამბეჭდავად მასპინძლობდნენ წლების განმავლობაში.


)