სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელი სხდომა გაიმართა



სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეაჯამეს და 2022 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ასევე, დაამტკიცეს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა.


)