ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა



ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.

ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, მერის მოადგილე ზვიად ქურდაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ლევან გამრეკელმა და ცოტნე ნოზაძემ, პარლამენტის წევრის ბიუროს და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.

დასაჩუქრდა წაღვლის ალტერნატიული საბავშვო ბაღის 12 აღსაზრდელი, და წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრები საჯარო სკოლის დაწყებითი (პირველი-მეექვსე) კლასის 39 მოსწავლე.

აქცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.


)