ხაშურის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს



ხაშურის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს.
ამ ეტაპზე უხვი ნალექისგან წმენდის სამუშაოები, ქალაქის ტერიტორიაზე, ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მუშა-ხელი.
„პროცესები საჭიროების შესაბამისად გაგრძელდება და თოვლისგან ჩახერგილი გზები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაიწმინდება, რაც შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს“.-განაცხადეს სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ წარმომადგენლებმა.


)