“საქართველოს რკინიგზა” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ხაშური-ქვიშხეთის მონაკვეთზე აწარმოებს ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას



“საქართველოს რკინიგზა” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ხაშური-ქვიშხეთის მონაკვეთზე აწარმოებს ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას.

სამუშაოების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის აუცილებელია ხაშური-ბორჯომის გადასარბენის ტეზრის მონაკვეთზე (კმ6. პკ2.) მდებარე დაუცველი სარკინიგზო გადასასვლელის დროებით დაკეტვა ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2022 წლის 6 იანვარს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე.

სს „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები) სამუშაოების მიმდინარეობისას სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.


)